პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საფრანგეთის საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერობებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების პერსპექტივებს. ასევე, განხილული იყო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა საფრანგეთის სენატის დელეგაციის მომავალი ვიზიტი.
„საფრანგეთთან თანამშრომლობის გაზრდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საპარლამენტო ურთიერთობა. მივესალმები მაღალი დონის საპარლამენტო ვიზიტებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს შორის მრავალმხრივ კავშირებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

















