ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენელს, ირენა მიანოვიჩს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს პარლამენტისა და საპარლამენტთაშორისო კავშირთან ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თანამშრომლობა (IPU) იყო.
„ჩვენ გასულ წელს IPU-ს დახმარებით პარლამენტის თვითშეფასება განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირი დიდ მხარდაჭერას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიმართ.
ორგანიზაციაში ამ თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილნი არიან და ისინი ღია პარლამენტის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერას უცხადებენ ", - განაცხადა ირინე ფრუიძემ შეხვედრის შემდეგ.

















