საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ
გამოსაყოფი თანხის ზუსტი ოდენობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გახდება ცნობილი.
როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხის დათვალა ამ დრომდე მიმდინარებს და მისი ზუსტი ოდენობა შესაძლოა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყოს დაკონკრეტებული.
„რიგგარეშე სესიაზე, საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის დროს უკვე გვეცოდინება ბიუჯეტიდან რამდენის გამოყოფა დაგვჭირდება“ – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების თხოვნით პრეზიდენტმა მიმართა, სადაც ბიუჯეტში ცვლილებები უნდა დამტკიცდეს.

















