საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიაში კავანის საგრაფოს
ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან, საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ტომი რიანთან და სენატორ დერმუდ ვილსონთან. .
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების მნიშვნელობასა და განთლების, ტურიზმის და ბიზნესის სფეროებში სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, კავანის საგრაფოს დეპუტატთან, ბრენდან სმიტთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები დასახეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და ირლანდიას შორის საპარლამენტო განზომილების გააქტიურების და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობაზე.

















