პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების
კომიტეტის წევრებს შეხვდა.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის შეფასებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ კონტექსტში მან ქართველ კოლეგებს აქტიური ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავაც განაგრძობს ევროკავშირთან ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ამ მხრივ მან სტუმრებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საპარლამენტო საქმიანობა.
ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული გამოწვევები მომავალში სათანადო დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

















