logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლუკ კოფი: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც
ლუკ კოფი: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც
11:37 18.09.2018
საგარეო საკითხებში ჰერითიჯის ფონდის ექსპერტის, ლუკ კოფის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო აქტიურ პროცესში შეუძლია დაარწმუნოს პარტნიორები, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

აღნიშნული განცხადება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

„აშშ-ს შეუძლია უფრო აქტიურ პროცესში დაარწმუნოს პარტნიორები, რათა უკეთ გაითავისონ, რომ საქართველოში რუსული ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა“ - განაცხადა ლუკ კოფიმ.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს და ამის ერთგული რჩება დღესაც.
„ვფიქრობ, მომავალშიც ამერიკის მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა“ - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ამერიკელი და ქართველი ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის გადასადგმელი ახალი ნაბიჯების განსახილველად იკრიბებიან.
„ვიზიტი მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, როცა მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრის რანგში, პირველად სტუმრობს ამერიკის შეერთებულ შტატებს“ - აცხადებს ლუკ კოფი.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ქვეყნის მთავრობის მიერ წამოწყებული მშვიდობის ინიციატივის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ უფრო წარმატებულად განხორციელებაში - გამოხატოს პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა.

„ვაშინგტონის მხრიდან ამ ინიციატივის აქტიური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი იქნება, ეს ძალისხმევა კი საქართველოს მთავრობის პოზიციას გააძლიერებს და ამ ინიციატივას უფრო სანდოსა და ქმედითს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის“ - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა