პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ გამართულ კონფერენციას - ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ დაესწრო.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს საგამოძიებო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და გადადგმულ ნაბიჯებზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალ სტრუქტურაზე და გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიება ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

















