logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხში იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა
გიგი წერეთელმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხში იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა
10:40 18.09.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის განცხადებით, სახელმწიფოებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის სურვილის განმტკიცებისთვის ეუთოს ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება მნიშვნელოვანია.

ეს განცხადება მან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ენცო მოავერო მილანესთან შეხვედრისას გააკეთა.

„ეუთოს სივრცეში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ეუთოს ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება, რათა სახელმწიფოებს შორის ნდობა და თანამშრომლობის სურვილი განმტკიცდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პირველ დიპლომატთან შეხვედრისას მხარეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ეუთოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის სფეროები, კოორდინირებული მოქმედებები, საერთაშორისო სამდივნოებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ქმედითი მექანიზმების ამოქმედება.

„სახელმწიფოებს შორის დიალოგის წარმართვის კუთხით, ეუთო ინარჩუნებს პრივილეგირებული ინსტიტუტის მანდატს, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი მიდგომების ფორმატს მოიცავს. რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, იგი საპარლამენტო დიპლომატიის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფორუმია. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, უკრაინის კრიზისი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, კიბერ საფრთხეები, ჰიბრიდული ომები, კორუფცია და ტრეფიკინგი იტალიის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო მიზნის მიღწევას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების თემას შეეხო. იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიგი წერეთელმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამნაშავეთა პასუხისგების მიცემის საკითხში იტალიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. შეხვედრებზე ქართველმა კანონმდებელმა ემიგრანტთა სტატუსის და სამუშაო კვოტების საკითხიც დააყენა.

რომში ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი იტალიის სენატის პრეზიდენტს, ელიზაბეტა ალბერტი კაზელატს, სენატის ვიცე-პრეზიდენტს, პაოლა ტავერნას, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს, რობერტო ფიკოს და სახელმწიფო მინისტრს ნიკოლა მონტელის შეხვდა. იტალიის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამთავრობო და ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს შეხვდა და სენატის და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა