logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს
დავით ზალკალიანი: უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს
20:45 17.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან გამართული შეხვედრა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაში. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის შეფასებით შეხვედრაზე შედგა საგნობრივი საუბარი როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისე რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე.

„ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი, ადამიანი, რომელსაც აქვს სრულყოფილი ინფორმაცია და ანალიზი რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო რომ მას ჩვენი მხრიდან გაეგო და მოესმინა ჩვენი ხედვა თუ როგორ ვაფასებთ არსებულ გამოწვევებს“-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ისე რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს „მოგეხსენებათ, რომ აშშ ჩართულია მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ასევე საუბარი იყო აშშ-სთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჩვენს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და აღინიშნა, რომ ის აუცილებლად უნდა იყო თავსებადობაში და შესაბამისობაში ჩვენს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ურთიერთობებთან“-განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. როგორც მინისტრმა აღნიშნა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს ასევე აღინიშნა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის ხედვა რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში მუდმივად აყენებენ საქართველოს თემატიკას, კერძოდ აღნიშნავენ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისთვის“-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 16-21 სექტემბერს ვაშინგტონს სტუმრობს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის და საქართველოს დელეგაციის უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს კონგრესში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ს არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე, გაიმართება შეხვედრები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და აშშ-ს უცხოური კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC);
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა