logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
გივი მიქანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
18:23 17.09.2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოს ის გაზრდილი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მიმოიხილეს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქცია განსაზღვრავს და რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის ძალაში.

შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ USAID -ის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ სისტემური და აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტებიდან იღებს და რომლებსაც კარგი მმართველობის ინიციატივა (GGI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებენ.

“USAID -ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შესაძლო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან აქტიური კომუნიკაცია, კვლევითი დეპარტამენტის ახალი ფუნქციებით აღჭურვა, სასწავლო ცენტრის გაძლიერება და პარლამენტის სტამბის მოსაწყობად მათი ჩართულობის შესაძლებლობა. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტები, რომლებიც პარლამენტის აპარატის გაძლიერების კუთხით ჩატარდა და ყურადღება გავამახვილეთ მიმდინარე ფუნქციური ანალიზის, პარლამენტის ახალი ვებ-გვერდის, პერსონალის შეფასების სისტემის დახვეწის მიზნით გამართულ ტრენინგებზე და მომავალი წლის დასაწყისში, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის აშშ-ში დაგეგმილ სამუშაო ვიზიტზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პიტერ ვიბლერიმ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრისთვის კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისი, თავისი მანდატის ფარგლებში, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს პარლამენტის და მისი აპარატის მხარდამჭერი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიური კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

პარლამენტის აპარატის უფროსის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ადამ შმიტიც დაესწრო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა