logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიმდინარე კვირაში პარლამენტი სამ ძირითად საკითხს განიხილავს
მიმდინარე კვირაში პარლამენტი სამ ძირითად საკითხს განიხილავს
17:59 17.09.2018
მიმდინარე წლის 19-21 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა. ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებს.

„მიმდინარე კვირაში სესიებზე ჩვენ გვექნება განსახილველი სამი ძირითადი საკითხი, ერთი ეს არის საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული. განსახილველად მომზადებულია რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელსაც, ალბათ, ერთი დღე დაეთმობა. ასევე, უკვე ინიცირებულია კანონპროექტის პაკეტი, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას აწესრიგებს და ამ სფეროს მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს. მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი არის ორი პაკეტი. ერთი შეეხება მოხმარების რეგლამენტაციას, ხოლო მეორე კულტივაციას და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით, ექსპორტს ითვალისწინებს. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მეორე პაკეტის განხილვა ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, გაგრძელდება კონსულტაციები და მხოლოდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით პაკეტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელებს. პროექტის თანახმად, ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება და რომლებიც წერილობით მიმართავენ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვალონ ავტორიზაციის ვადის გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა