logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციით განსაზღვრული საკითხები კანონმდებლობაში აისახება
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციით განსაზღვრული საკითხები კანონმდებლობაში აისახება
17:57 17.09.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, პირველი მოსმენით კანონპროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევი კანონპროექტებით განიხილეს.

პარლამენტის წევრების კახა კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა ხუციშვილმა წარუდგინა და კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.

ზაზა ხუციშვილის ინფორმაციით, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზანს „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენს, რომლებიც დღემდე მინისტრის ბრძანებით რეგულირდებოდა.

საქართველო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ვალდებულია ეფექტურად დანერგოს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები. მათ შორის არის „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენცია (CITES).

შესაბამისად, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებშიც შედის. ამ ცვლილებების მიხედვით შეიძლება დადგეს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდების, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიმართ.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

სხდომაზე, ასევე, პირველი მოსმენით კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი არსი ისაა, რომ დღგ-საგან გათავისუფლდეს საქართველოში წარმოებული ნატურალური რძე და ამავე რძისაგან წარმოებული რძის ნაწარმი. მომხსენებლის განცხადებით, ეს ინიციატივა არის სამთავრობო პროგრამის ნაწილი და იგი სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, იმის გამო, რომ წარმოდგენილი ცვლილებით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საქართველოში წარმოებული ნატურალური რძის და რძის ნაწარმის მიწოდება, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად, შესაძლებელია, 35 მილიონი ლარი დააკლდეს.

კომიტეტის წევრების განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ კარგი ინიციატივაა, მნიშვნელოვანია რომ ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას, მაგრამ წარმოდგენილი ინფორმაციით არ ჩანს, მიმწოდებლისა და მწარმოებლის გარდა, მომხმარებელი თუ მიიღებს სარგებელს.

საბოლოოდ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულატაციები გამართონ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა