logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას
17:08 17.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით კანონის მიღებამდე მმართველი პარტია აუცილებლად მოუსმენს საზოგადოებას, ეკლესიას და პატრიარქს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული და მისი მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ გადაწყვეტილების აღქმას საზოგადოების მიერ.

„ჩვენ, რაც მთავარია, ვუსმენთ საზოგადოებას, ეკლესიას, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება მიღებული ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ამაში იქნება ჩართული ფართო საზოგადოება, მათ შორის რა თქმა უნდა ეკლესია და ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ ჩვენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი.

ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საზოგადოების ინტერესებში და ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების აღქმასაც. ანუ ერთია საზოგადოების ინფორმირება, მეორეა მისი აღქმა, მესამეა გადაწყვეტილების შინაარსი. ყველა ამ საკითხს მიექცევა ყურადღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, დაადასტურა, რომ გუშინ, საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გაიმართა.

„გვქონდა ძალიან კარგი საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. პატრიარქი არის არა მხოლოდ ჩვენი სულიერი ლიდერი და ეკლესიის ხელმძღვანელი, არამედ ის არის ბრძენი ადამიანი და მას აქვს ყოველთვის სწორი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას, პატრიარქს და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიწყება აქტიური კონსულტაციები, რათა, კანონპროექტის შინაარსი, პირველ რიგში, საზოგადოებას გაეცნოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ შემთხვევაში აქ არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე.
„შეჩერებულია კანონპროექტის განხილვა და დავიწყებთ ძალიან აქტიურ კონსულტაციებს ყველასთან იმისთვის, რომ გავაცნოთ საზოგადოებას კანონპროექტის შინაარსი. მაგალითად, ვუთხრათ საზოგადოებას ის, რასაც არასწორად ეუბნებოდნენ ჩვენი ოპონენტები, ვუთხრათ ის, რომ აქ არ არის არცერთ შემთხვევაში საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე. ეს არის მკაფიოდ გამოსაკვეთი, იმიტომ, რომ საზოგადოებას დღეს სხვა რამე ჰგონია. ამაზე საჭიროა ინფორმირება და გარდა ინფორმირებისა, საჭიროა კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც უნდა მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილება. არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად რა დრო დასჭირდება ამ კონსულტაციებს. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შეჯერებული გადაწყვეტილება და რამდენი დროც დაგვჭირდება, იმდენს მოვანდომებთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანა არის მოხმარების რეგლამენტაცია და ეს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გადაწყდება.

„ეს გაკეთდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც ჩვენ დაგვიტოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ბუნებრივია, ამ ფარგლებს ჩვენ ვერ გავცდებით და არც გავცდებით. გვექნება დამატებითი კონსულტაციები და ყველაფერი გადაწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ეს არის ჩვენი ვალდებულება. თუმცა, ამ ფარგლებში და ამ ჩარჩოებში, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მაქსიმალური მკაცრი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების ასე ვთქვათ, რეგლამენტაციის კუთხით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა