logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ვცდილობთ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს ინსტიტუციურად გააძლიერებს
თამარ ჩუგოშვილი: ვცდილობთ მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს ინსტიტუციურად გააძლიერებს
17:08 17.09.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით მმართველი პარტია ცდილობს ისეთი კანონმდებლობა მიიღოს, რაც პარლამენტს ინსტიტუციურად გააძლიერებს.

"ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს ინსტიტუციურად გააძლიერებს და გააძლიერებს, აგრეთვე, ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლმენტში მიმდინარე საპარლამენტო სემინარის - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით შემუშავებული ცვლილებები და სიახლეები გააცნო.


მისი განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტრადიციულად ძლიერი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი და არა პარლამენტი. იყო დისბალანსი ხელისუფლება სხვადასხვა შტოებს შორის, რაც ეფუძნებოდა როგორც კონსტიტუციას, ასევე პრაქტიკას.


"შეუძლებელი იყო პარლამენტის მიერ მთავარობის უნდობლობის გამოცხადება. პრაქტიკა იყო ისეთი, რომ პარლამენტს არასდროს უყურებდნენ როგროც მაკონტროლებელ ორგანოს და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, პარლამენტის ორ ქალაქში - თბილისსა და ქუთაისში საქმიანობამ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა საკანონმდებლო ორგანო, როგორ ინსტიტუცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თბილისშია.


„ამ ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტი პარლამენტის გაძლიერება გახდა და ამისთვის მნიშვნელოვანი და დიდი ძალისხმევა გავწიეთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩვენთვის პრიორიტეტია პარლამენტის გაძლიერება. დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიმართულებით, პირველი რასაც გამოვყოფდი ამ მიმართულებით არის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. ამ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გააძლიერა არა მხოლოდ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არამედ მან გააძლიერა ოპოზიციაც. ახლა პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ შტოს და გაცილებით მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დროს. ეს აძლევს უფრო დიდ საშუალებას ოპოზიციას, რათა განახორციელოს მაკონტროლებელი ფუნქცია“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, მარტივდება პარლამენტს მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და მთავრობა ბევრად უფრო ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე.


„მთავრობის წევრებს უფრო ხშირად მოუწევთ პარლამენტში მოსვლა. ყოველ თვეს პლენარულ სხდომებზე მინისტრები ვალდებული იქნებიან გამოცხადნენ. წელსაც, მინისტრები უფრო ხშირად წარსდგენენ დეპუტატების წინაშე. ჩვენ ოპოზიციას ვაძლევთ უფლებას მინისტრები გამოიძახონ კომიტეტებში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


მისივე თქმით, ოპოზიციას უფრო ადვილად შეეძლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც მნიშვნელოვანი საკონტროლო ფუნქციაა.


„წელს პირველად შეიქმნა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობასაც წარმოადგენდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელები. საგამოძიებო კომისიის არის კონტროლის ძალიან ძლიერი და კარგი ინსტრუმენტი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე ზრუნვა, რადგან პოლიტიკური პარტიები უმნიშვნელოვანესი რგოლია სამართლიანი საარჩევნო სისტემის წარმართვისათვის. მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური ინსტიტუციების ფუნქციები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პოლიტიკური პარტიებისათვის და საქართველოს პარლამენტისთვის. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ოპოზიციის მნიშვნელობა და როლი მთელს ქვეყანაში.


ჩვენ ვცდილობთ რომ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციონალურად აგრეთვე გააძლიერებს ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე რომ ყველა პარტია უნდა ვიყოთ მზად საქართველოში ძირითადი პოლიტიკური გარდაქმნებისათვის, ანუ იმ პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული არც თუ ისე შორეულ მომავალში“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა