logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: რომ არა „ნაცმოძრაობის“ ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედება, საქართველოში კრემლის სცენარი ვერ განხორციელდებოდა
ირაკლი კობახიძე: რომ არა „ნაცმოძრაობის“ ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედება, საქართველოში კრემლის სცენარი ვერ განხორციელდებოდა
16:50 17.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდანტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა, თავისი სახელი დაარქვა.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილმა შესანიშნავად განმარტა ყველაფერი, ზუსტად დაარქვა მას თავისი სახელი, მათ შორის თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც განხორციელდა 2008 წელს, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას დაესწრო. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ოპონენტებისადმი, წარმართონ ევროპული ტიპის კამპანია.

„მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს საარჩევნო შტაბის გახსნა, მან შესანიშნავად ისაუბრა საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოწოდება საარჩევნო კამპანიის შინაარსის თაობაზე. მან მოუწოდა თავის ოპონენტებს, რომ წარმართონ ევროპული ტიპის კამპანია. როგორც ხედავთ, ეს პროცესი დღეს ასე არ მიმდინარეობს და სხვა შინაარსით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმართოს კამპანია, ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ დაკავებულია მთლიანად შავი პიარით. ევროპა და ამერიკა არის ძალიან შორს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს იკვეთება ამ საარჩევნო კამპანიაშიც“-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს სიტყვა „დანაშაულში“. მისი თქმით, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტული ქმედება, კრემლში დაწერილი სცენარი ვერ განხორციელდებოდა.

„ეს იყო უმძიმესი დანაშაული. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტული თუ, არ ვიცი, შესაძლოა, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებაც კი, ის სცენარი, რომელიც იყო დაწერილი კრემლში, საქართველოში ვერ განხორციელდებოდა. ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, როგორც ჩვენი სამხედროების, ასევე სამოქალაქო პირების სიცოცხლე. ასევე, ამას შეეწირა ჩვენი ტერიტორიები, ტერიტორიული მთლიანობა, 20% ტერიტორიების არის ოკუპირებული, უამრავი დევნილი გვყავს და ასეთ სიტუაციაში, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერი სააკაშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, ბედავენ და სხვას ესაუბრებიან 2008 წლის ომის თაობაზე. ისინი არიან დამნაშავეები და მათ აქვთ უდიდესი დანაშაული ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანდიდატთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მისგან განმარტება მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არის მარტივი - 2008 წელს აგრესორი და ომის დამწყები იყო რუსეთის ფედერაცია.

„იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან. მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც. კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი. კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი რა დავარქვა ქმედებები. ეს არის ყველასთვის ცალსახა, მთელი საზოგადოებისთვის ცალსახა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საზოგადოებამ გაისტუმრა 2012 წელს და შემდეგ უკვე საბოლოოდ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სამარეში, იყო სწორედ ის, რომ მათ ჩაიდინეს 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ დანაშაულს არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპატიებს საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით, ამ არჩევნებში. ამის პირობას ვიძლევი საზოგადოების წინაშე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა