logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ქართული დემოკრატიის აკვანია
ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი ქართული დემოკრატიის აკვანია
12:07 17.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმა დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგია.

აღნიშნული განცხადება მან სემინარზე - „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა ბოლო წლებში, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ მკაცრი დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სემინარი ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც დღეს იმსჯელებენ, ფართო ყურადღებასა და სკულპულოზურ დისკუსიას იმსახურებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის ცენტრი არის პარლამენტის გაძლიერება.
„საპარლამენტო დემოკრატია სამთავრობო ინსტიტუტების და მათი ურთიერთქმედების რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვახდინეთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება თითქმის ორი წლის წინ და წარმატებულად დავასრულეთ ეს პროცესი მიმდინარე წელს.

პარლამენტის გაძლიერება ამ ფართო პოლიტიკური რეფორმის ცენტრია. საქართველოს პარლამენტი იყო ქართული დემოკრატიის აკვანი, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული კონკურენცია ეხმარებოდა ჩვენს ერს, შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე, განევითარებინა დემოკრატიული პრაქტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო, თუმცა ახლა ეს ვითარება სწრაფად იცვლება.

„საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს. ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ იყოს შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური და ადეკვატური სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კაბინეტი და სამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც.

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის უფლებები და პრივილეგიები უფრო ფართოვდება. პარლამენტის სრული შემადგენლობის მხოლოდ ერთ მესამედს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა და ოპოზიციის წევრთა რაოდენობა კომისიის შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები არ იქნება. კონსტიტუციის წინა რედაქციით მხოლოდ უმრავლესობას ჰქონდა ამის უფლება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით აძლიერებს.

„წინა კონსტიტუციის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რომ პარლამენტს თავისი ნება გამოეხატა და უკმაყოფილება გამოეთქვა მთავრობის მიმართ. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა.

უნდობლობის გამოცხადებისა და ინტერპელაციის პროცედურები მარტივდება. პრემიერმინისტრი ყოველწლიურად წარსდგება პარლამენტის წინაშე.

მთავრობის წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს მოეთხოვებათ, რომ დაესწრონ საკომიტეტო სხდომებს, უპასუხონ შეკითხვებს და წარმოადგინონ ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ. ამის მოთხოვნა შეეძლება არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობას, ოპოზიციას. თითოეული მინისტრი იქნება პასუხისმგებელი მიმართოს პარლამენტს მინისტრის საათის ფორმატში.

გარდა ამ ნორმატიული ცვლილებებისა, პარლამენტი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ყველა ასპექტში შესაძლებლობების გაძლიერებით, მათ შორის, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ტრენინგებით და მატერიალური რესურსის გაძლიერებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საზოგადოებისა და დონორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა