logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს
აკაკი ზოიძე: მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს
17:11 14.09.2018
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

შეხვერდაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ სამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კუთხით, მან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ როლი აღნიშნა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი - „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა“. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტებს დაფუძნებული სერვისების მიწოდების დანერგვა, რაც არის სათემო მომსახურება. საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX თუ შუა საუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები გამოკეტილი იყვნენ სტაციონარებში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს. „ეს არის ძირითადი აქცენტი, ძირითადი არსი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ. ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს და ეს არის იმის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი რამდენად განვითარებულია ქვეყანა და რამდენად ხდება იქ ადამიანის უფლებების დაცვა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალსგარე ისეთი სათემო სერვისების განვითარება უნდა მოხდეს, როგორიც არის რეზიდენტული და დაცული საცხოვრისები. შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, ასევე იმსჯელეს სამომავლოდ ფსიქიკური ჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზციის რეფორმის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ინტერვენციებზე, სათემო სერვისების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე 2019 წელს განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებზე.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა მჭიდროდ დაუკავშირდეს დღევანდელ რეალობას, ამასთანავე როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა