დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკოს), თავისუფალი და სამართლიანი
არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერება ხელი.
ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების ერთგვაროვან განმარტებას.
ხელმოწერის ცერემონია 12:00 საათზე ასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართება.

















