logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების განახლებულ კანონმდებლობაზე იმსჯელეს
17:59 13.09.2018
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განახლებული კანონმდებლობის შემუშავების და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინების შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გამართულ შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სრულიად განახლებულ კანონმდებლობაში ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულიცვლილებების განხორციელებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების და ახალი კანონმდებლობის შემუშავებისასძირითადი პრინციპების, დებულებების, მიდგომების გათვალისწინების თაობაზე. ასევე, განიხილეს გამოწვევების გადაჭრის გზები.

შეხვედრა გახსნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვმსჯელობთ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ახლო მომავალში უნდა შემოვიდეს და მის ავტორებთან და დაინტერესებულპირებთან ერთად განვიხილავთ თემას, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვები ჰქვია. ეს არის თემა, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 10%-ს წარმოადგენსდა ამ თემის მნიშვნელობა ამ ციფრიდანაც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამ კანონმდებლობით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, როგორიც არის კერძო სექტორისმხარდაჭერისათვის აუცილებელი სტრატეგიის შემუშავება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად შესყიდვების პროცესი იყოს თანხვედრაში ზოგადად ეკონომიკურპოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ყოველთვის მნიშვნელოვანია სისტემა ანტიკორუფციული თვალსაზრისით იყოს გამჭვირვალე, რადგან საზოგადოებასყოველთვის აქვს შეკითხვები კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია სწორედ მაქსიმალურად იყოს დაცული სისტემა ამ რისკებისგან“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
მისივე თქმით, - „ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის განვითარებაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია, ამის დანახვაც მომავალკანონმდებლობაში აუცილებლად უნდა მოხდეს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს დაამ გამოწვევების მოგვარება სწორედ ამ კანონმდებლობაში უნდა მოხდეს“.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ნინო წილოსანმა დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, „ძალიან კარგიპრეცედენტია, როდესაც შესყიდვების სააგენტოს მხრიდან ინიცირებული კანონის წერის პროცესში ერთვება პარლამენტი, დღევანდელ შეხვედრაზე უცხოელ ექსპერტთანერთად ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ვიხილავთ რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარება შესყიდვების დავების განმხილველი საბჭო დარამდენად დამოუკიდებელი იქბება, ამასთანავე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება საიდუმლო შესყიდვები, რომელთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტროდააფიქსირებს თავის პოზიციას, დღვანდელი შეხვედრა არის იმ ხანგრძლივი პროცესის შედეგი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ ახალ და კარგად შეჯერებულშესყიდვების კანონმდებლობას“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ EBRD და GIZ ექსპერტი, ერიკს მეზალისი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილიაბეგიაშვილი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევანრაზმაძე. აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, პარლამენტის წევრები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკაშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა