logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს
ირაკლი კობახიძე: შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს
14:40 13.09.2018
„შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის კუთხით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფრიბურგის უნივერსიტეტში განაცხადა.



ირაკლი კობახიძემ, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მრგვალი მაგიდის-„სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სახელმწიფო და რელიგია“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვეიცარიასთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.



„ჩვენ მოხარულები ვართ რომ გვაქვს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. შვეიცარიის კონფედერაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებს როგორც ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში, ისე საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციის კუთხით. როგორც თქვენთვის ცნობილია რუსეთთან გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% მითვისებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და შვეიცარია გვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით. მათთან ურთიერთობაში ჩვენ გვაქვს მიღწევები ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ვაჭრობის მიმართულებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ არ გვაქვს არანაირი წინსვლა, მაგრამ გლობალური ტენდენციებით და განვითარებით, სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება წარმატების მიღწევა ამ კუთხითაც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებთან ერთად, ქვეყნებს აკავშირებთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაც. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განათლებისა და კულტურის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა საქართველოს ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.



„ჩვენ ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს ქართველი და შვეიცარიელი მეწარმეების ურთიერთობის კუთხით, რაც თავის მხრივ განაპირობებს კარგ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება განათლებისა და კულტურის სფეროებში, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროებში მოხდეს გამოცდილების გაზიარება. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ამ კუთხით თანამშრომლობა თქვენს უმაღლეს სასწავლებლებთან. ჩვენი ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს განათლების რეფორმა და ჩენ გვსურს რეფორმები რადგან ეს მიმართულება საჭიროებს განვითარებას. კონტაქტები ქართულ და შვეიცარიულ სასწავლებლებს შორის დაგვეხმარება ამ კუთხით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა