logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორს შეხვდა
20:55 12.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის სახელმწიფო მდივანს, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.



პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო მდივანს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმის, როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების განსაკუთრებულად ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა.



მხარეებმა, ასევე, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.



„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის შუამავლის როლს ასრულებს შვეიცარიის მხარე. ასევე, საუბარი გვქონდა მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ ორ სახელმწიფოს გააჩნია ძალიან ბევრი საერთო, მათ შორის, ლანდშაფტის, გეოგრაფიული მდგომარეობის კუთხით და დღეს არსებული ურთიერთობები გამოგვადგება იმისთვის, რომ მომავალში უფრო მეტი ინვესტიციები განხორციელდეს საქართველოში და უფრო მეტი ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ამ ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ მიმართულებაზე გვქონდა ყველა იმ თანამდებობის პირთან საუბარი, ვისთანაც დღის განმავლობაში შეხვედრა გავმართეთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.



საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გიორგი ტუღუშმა.



„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა შვეიცარიასთან, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს. პოზიტიურია იმის მოსმენა, რომ შვეიცარიელი დეპუტატები კარგად იცნობენ საქართველოში არსებულ ვითარებას. მათ, ზოგადად, აინტერესებდათ, რა კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის როლი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი და გაძლიერებული პარლამენტში. შვეიცარიული პოლიტიკური სისტემა ძალიან კომპლექსური და რთულია, თუმცა, ბევრი რამ არის, მათ შორის, საპარლამენტო კულტურის და ზოგადად, პოლიტიკური კულტურის კუთხით, გადმოსაღები ამ ქვეყნიდან. სამუშაო ბევრია, რომ პოზიტიური და ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს დეოკუპაციასთან და ზოგადად, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან მიმართებაში. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მუშაობა იმისთვის, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო და ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდეს“,- განაცხადა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა