logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კურტ ვოლკერი: პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას
კურტ ვოლკერი: პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას
20:43 12.09.2018
„პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“ - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ კურტ ვოლკერმა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე „ოლიგარქია და დემოკრატია“ განაცხადა.

„როდესაც უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, მდიდარი ადამიანებმა თავიანთი როლი შეასრულეს რუსეთის შესაჩერებლად . საქართველოს შემთხვევაში, მინდა მოვიყვანო საპოლიციო ძალების რეფორმის მაგალითი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. მან დაითხოვა მთელი საპოლიცო შტატი და შემდეგ თავიდან აიყვანა ისინი სამსახურში და უზრუნველყო ბევრად უკეთესი აღჭურვილობით. ამ პროცესს აფინანსებდა ივანიშვილი, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ როგორც კულუარებში მოქმედ ძალას“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

ოლიგარქიაზე საუბრისას ვოლკერი რამდენიმე ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას.

„ერთი ფენომენი არის ოლიგარქი, რომელიც იპარავს ფულს, რომელიც ათეთრებს ფულს , რომელიც პარავს სახელმწიფოს, პარავს ხალხს; არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ყიდულობს პოლიტიკურ გავლენას, უკანონო მოსყიდვისა და პოლიტიკური ძალაუფლების ბერკეტებზე კონტროლის დამყარების გზით და არსებობს ფენომენი, როდესაც ოლიგარქი ახდენს ფულის პოლიტიკისკენ მიმართვას, რაც ნიშნავს კამპანიების წარმოებას, სატელევიზიო რეკლამების ყიდვას. არსებობს კორუფციის გენერალიზებული ფორმა, მაგრამ ჩვენ ის უნდა გავმიჯნოთ ცალკეული მდიდარი ადამიანის ბუნებისგან. ჩვენ ამ ფენომენზე თითოეული კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ამ პრობლემის მოგვარების გზები სხვადასხვაა“ - აცხადებს ვოლკერი.

მისი თქმით, კორუფციიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი გზა სამართალდევნის განხორციელებაა, როდესაც შენ მოიპოვებ მტკიცებულებებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ კანონებს, იღებენ ქრთამებს.

„მაგრამ როდესაც სულ სხვა სტრუქტურის ფენომენთან გვაქვს საქმე, ანუ როდესაც გვყავს მდიდარი ადამიანები რომლებსაც წარმოუდგენლად დიდი გავლენა გააჩნიათ ქვეყანაში, ალბათ გამოსავალი მდგომარეობს არა სამართალდევნის განხორციელებაში, არამედ მათი ბიზნეს იმპერიების დაშლაში. როდესაც შენ გაქვს კონკურენცია როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს ქმნის მდგრად სათამაშო გარემოს პოლიტიკაში“ - განაცხადა ვოლკერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა