logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაციამ კორეაში ვიზიტი დაასრულა
საპარლამენტო დელეგაციამ კორეაში ვიზიტი დაასრულა
19:23 12.09.2018
კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებისგან შემდგარმა დელეგაციამ სეულში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეას შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ქმედებების შესახებ. „უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და მიზანმიმართული პოზიცია რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული“ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული. მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარებისა და კორეის რესპუბლიკის აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობის დაწყებას. ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნებს შორის მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

სეულში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა