logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ბოლო ორი წლის განმავლობაში არის უპრეცედენტო
ირაკლი კობახიძე: მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ბოლო ორი წლის განმავლობაში არის უპრეცედენტო
18:23 12.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა იგრძნობა.

მისი თქმით, აშშ-ს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.

აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის კონგრესში წარდგენილ, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს არ ჰქონია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი. მხარდაჭერა, რომელსაც გვიცხადებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, არის უპრეცედენტო, არნახული მხარდაჭერა. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არასდროს ჰქონია.

მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი დოკუმენტი არის, მათ შორის კანონის ძალის დოკუმენტი მიღებული ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტიც, ამ აქტებით არის გათვალისწინებული კონკრეტული ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამ პრინციპს არ აღიარებენ. ასეთი მხარდაჭერა არის, ნამდვილად, უპრეცედენტო. გარდა ამისა, ახალი ინიციატივები არის, როგორც მოგეხსენებათ, წარდგენილი ამერიკის კონგრესში, ზოგადად, ხელისუფლებაში. საუბარია, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც არის, ასევე, უპრეცედენტო ნაბიჯი ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან და საქართველოს მხარდამჭერი კანონის პროექტი არის ინიცირებული ამერიკის კონგრესში. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს არ ჰქონია არასდროს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ძალიან თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა