logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის
ირაკლი კობახიძე: მარიხუანას მოხმარების თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტი არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის
18:10 12.09.2018
„კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.



ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება ამ სფეროში ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ამოცანა იყო მარიხუანას მოხმარების მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია.



„იყო ჭორები მარიხუანას ლეგალიზაციის თაობაზე, თუმცა, რეალურად, კანონპროექტი, რომელიც არის მომზადებული, ითვალისწინებს აბსოლუტურად სხვა რამეს. არის, როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც, ასე ვთქვათ, მიმართულია ლიბერალიზაციისკენ ამ სფეროში და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა იყო მაქსიმალურად მკაცრი რეგლამენტაცია იმისა, რასაც ჰქვია მარიხუანას მოხმარება და მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში არის მოქცეული მარიხუანას მოხმარება იმ კანონპროექტის თანახმად, რომელიც იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე უკვე უახლოეს დღეებში ოფიციალურად.







ასევე, საუბარია სხვადასხვა მიზნით და მიზანი არის რეალურად ორი, ეს არის ექსპორტის მიზანი და ექსპორტიც არსებითად მიმართულია, ასე ვთქვათ, სამედიცინო და სამეწარმეო მოხმარებისკენ. სამედიცინო მიზნით მოხდება მარიხუანას კულტივაცია, ეს არის გათვალისწინებული კანონპროექტით და მეორე, ეს არის სამეწარმეო მიზნები. როგორც მოგეხსენებათ, კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ზეთი და ამ მიზნით მოხდება, ასე ვთქვათ, ამ მცენარის გამოყენება. საუბარია, კიდევ ერთხელ, იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური, ასე ვთქვათ, საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, თუმცა, გამორიცხულია ლეგალიზაცია. რეალურად, აქეთკენ მიდიოდა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა, ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა იმ კანონპროექტით, რომელიც არის წარმოდგენილი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.







მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არის სპეკულაციებიც, თუმცა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სპეკულაციებისთვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებას არ დაუშვებს.







„მე ვნახე გამოხმაურებები. არის სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, თუმცა, კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის. ეს თამამად შეგვიძლია ვუთხრათ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც აქვს, ბუნებრივია, მგრძნობიარე დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება არის, აბსოლუტურად, გასაგები. ჩვენ არ დავუშვებთ არასწორი მიმართულებით ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზაცია რასაც ჰქვია, ეს არის დაუშვებელი. კიდევ ერთხელ, იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად მკაცრ  ჩარჩოებში ვაქცევთ ამ სფეროს და კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ექსპორტს და რაც შეეხება კულტივაციას, აქ საუბარია მხოლოდ სამედიცინო და სამეწარმეო მიზნებზე, რომელიც არის მკაცრად დაკონკრეტებული კანონპროექტით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.











FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა