logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
17:40 12.09.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული

საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარეს, დომინიკ დე ბუმანს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, ასევე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კავშირის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, რასაც, მისივე შეფასებით, სერიოზული პერსპექტივა აქვს.

„ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში საინტერესო შეხვედრებით დაიწყო, როგორც პარლამენტის სპიკერთან, ასევე, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებთან ქვედა პალატიდან და სენატიდან. განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა განზომილება, მათ შორის, ვისაუბრეთ პოლიტიკურ ურთიერთობებზე. შვეიცარია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარია არის მედიატორი საქართველოსა და რუსეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება, რომელიც არის შექმნილი ამ კუთხით საქართველოში და ასევე, მნიშვნელოვანი იყო საუბარი ამ პროცესის შემდგომ განვითარებაზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია არ არის ნატოს და ევროკავშირის წევრი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისითაც, იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებული როლი ზოგადად რეგიონში და ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და შვეიცარიას შორის პოლიტიკური კუთხით, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გვაქვს სერიოზული პერსპექტივა და გვქონდა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი. გავაცანით, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესები დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური გარემოს შესახებ გვქონდა საუბარი. გაიმართა საინტერესო დისკუსია, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



„ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება საქართველოს პროგრესი, ქართული ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი მიმართულება გვაქვს, მათ შორის, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ეს თანამშრომლობა ვითარდება.



შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად და მშვიდობის დასაცავად, არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ სხვა ქვეყნებთანაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ.





 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა