logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
14:43 12.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საპატივცემულოდ, შვეიცარიის პარლამენტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, პლენარულ სხდომას დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი, მრავალმხრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება.

„საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში და ახალი კონსტიტუციის პირობებში საქართველოს პარლამენტის როლი ძალზე გაზრდილია. შვეიცარია, რომელიც არის კონფედერაცია, პირდაპირი დემოკრატიის ერთგვარი ნიმუშია. საპარლამენტო ცხოვრებას და სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო ფრთას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, სწორედ ხალხის რჩეულთა, ანუ ელექტორატის წარმომადგენელთა უშუალო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, ორმხრივი ურთიერთობისთვის. მინდა, გამოვყო, განსაკუთრებით, ასევე, მრავალმხრივი დიპლომატია და ტრადიციულად წარმატებული თანამშრომლობა ქართველ და შვეიცარიელ დეპუტატებს შორის ისეთ მრავალმხრივ ფორმატებში, როგორიც არის ეუთო, ევროპის საბჭო. მოგეხსენებათ, შვეიცარია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, არის შუამავალი ქვეყანა ჩვენს შორის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთთან ამ კონფლიქტის მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო პრინციპების ფარგლებში დარეგულირების საკითხი იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი თემა“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავით ჯალაღანიამ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, დომინიკ დე ბუმანთან და საქართველოსთან მეგობრობის საპარალამენტო ჯგუფის წევრებთან, სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დირექტორ მარი-გაბრიელე ინაიხინ-ფლაიშითან, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან, ელჩ ვინჩენცო მასკიოლისთან და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს მესამე ქვეყნებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, კარლ ლორენცთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან, შვეიცარიის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან, მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამდივნოს მეცნიერ-თანამშრომელთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით, ფილიპე როესლესთან გამართავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა