საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის პირველ პირთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
„დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვახორციელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.
ესტონეთის გამოცდილება რეფორმების მიმართულებით განათლების, საგადასახადო, ელექტრონული სერვისების და სხვა დარგებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ესტონელ ხალხს ასეთი ერთგული და მეგობრული ურთიერთობისათვის“- განაცხადა ბახტაძემ.

















