logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
13:23 12.09.2018
პარლამენტის სასწავლო ცენტრში კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებზე ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილემ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა, ხათუნა წიწავამ ტრენინგის მონაწილეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზნებსა და სტრუქტურაზე, მის ფუნქციებსა და სერვისებზე ინფორმაცია გააცნო და ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მსჯავრდებულთა საქმის აღსრულება, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა განრიდება, ვიდეოპაემნები და შინაპატიმრობა.

ტრენინგი პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც კონკრეტული ტრენინგის გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, პარლამენტის სასწავლო ცენტრში უკვე ტრადიციად დანერგილ სხვადასხვა სასწავლო კურსის გამართვის დანიშნულებაზე ისაუბრა.

„ივნისიდან დავამკვიდრეთ თანამშრომლობა, რომელიც ვითარდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შესაძლებლობა გვეძლევა პრაქტიკოსი ტრენერებისგან, რომლებმაც კონკრეტულ სფეროებზე ყოველდღიური გამოწვევების და პრობლემატიკის შესახებ იციან, შესაბამისი ცოდნა მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივად სასარგებლოა, რადგან თქვენ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ხედავთ თუ როგორ ხდება პარლამენტის მიერ მიღებული კანონების პრაქტიკაში განხორციელება და იმპლემენტაცია. მეორე მხრივ, თქვენ უღრმავდებით და იგებთ იმ პრობლემატიკის შესახებ, რომელსაც ეს უწყებები ამ კანონის განხორციელებასთან მიმართებაში აწყდებიან“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სხვადასხვა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაწყებული თანამშრომლობა კონკრეტული სფეროებიდან წამოსული პრობლემების უკეთ გაგებას, მათ სიღრმისეულ ანალიზს და შემდგომში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობისას იმ საფუძვლების უკეთ გაცნობას გულისხმობს, რამაც კონკრეტული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა განაპირობა.

ტრენინგის დაწყებამდე პარლამენტის აპარატის უფრომა საქართველოში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, როგორც ტრენინგის მთავარი თემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეს სფერო მნიშვნელოვნად ვითარდება.

„ეს არის ძალიან საინტერესო სფერო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, რომ ეს სისტემა ევროპულ დონეზე აეყვანა და შესაბამისად, ის სტანდარტები დაემკვიდრებინა, რომელმაც საშუალება მისცა საქართველო გამხდარიყო ევროპის პრობაციის კონფედერაციის სრულუფლებიანი წევრი. სწორედ დღევანდელ ტრენინგზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები აღნიშნული სფეროს განვითარების მიმართულებებზე, მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ ნოვაციებზე სასჯელარსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუდმივმოქმედი ტრენერისგან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოისმენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა