საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი
სამინისტროს დაქვემდებარებულ იმ სსიპების თანამშრომლებს შეხვდა, რომელთა ხელმძღვანელებმაც, მისი გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს.
მინისტრის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ პროცესს, სსიპების თანამშრომლებთან ერთად, ახალი ენერგია, ახალი ხედვები, ახალი საკადრო პოლიტიკა ესაჭიროება.

















