საქართველო რუსეთთან სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებს.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოვიდა.
მისი თქმით, ყველა რუსმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება და გადაადგილება თავისუფლად შეუძიათ და მათთვის ხელშემწყობი რეჟიმი შეიქმნება.
"ყველა რუსმა ტურისტმა და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, სადაც არავინ დაუშლით "ბორჯომისა" და ქართული ღვინის დალევას", - განაცხადა სააკაშვილმა.

















