logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია
საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია
10:55 12.09.2018
საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს შეხვდა, რომელთანაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა: კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილი მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე, კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და GOPAC მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას. აკაას მაჰარაჯი მომხსენებლად არის მიწვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

საქართველოს ელჩმა თქვა, რომ საქართველოში კორუფციის დაბალ მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. ამასთან, მისი განცხადებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია და ეფექტური მმართველობის კუთხითაც ლიდერია, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ უკვე ერთი წელია საქართველო დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა და უახლოეს მომავალში თავმჯდომარეობას კანადას გადააბარებს.

GOPAC 2002 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში დაფუძნდა, როგორც პარლამენტარების გლობალური ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობების ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე და გაზარდოს პარლამენტების როლი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, წაახალისოს ერთობლივი ბრძოლა ფულის გათეთრებისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების წინააღმდეგ. GOPAC-ის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს 62 ქვეყანაში მოქმედებს. ეს ორგანიზაცია გაეროსა და ევროპის საბჭოს ასოცირებული წევრია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა