logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებზე ესაუბრა
საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებზე ესაუბრა
18:55 11.09.2018
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამის მთავრი პრინციპი, ეს პრიორიტეტი ასახულია საქართველოს მთავარ დოკუმენტში - საქართველოს კონსტიტუციაში და ასევე პარლამენტის მიერ მიღებულ უამრავ რეზოლუციაში“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროპელი პარტნიორების წინაშე გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებისას მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, ზალკალიანის თქმით, „საქართველოს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს, რომელიც სცდება უკვე ხელმოწერილ შეთანხმებებს, კერძოდ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ასოცირების დღის წესრიგს“.

როგორც გამოსვლისას მინისტრმა განცხადა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს საბოლოო მიზანი, და დღეს საქართველოს მთავრობისთვის ეს მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა მზადაა ინტენსიურად განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. „სწორედ ეს მიზანი გვეხმარება საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაში. მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციას შორის ბევრი განსხვავებული მოსაზრებაა ქვეყნის შიდა მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს შეეხება, აქ სრული ერთსულოვნება და კონსენსუსია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში ინტეგრციის პროცესში საქართველოს წარმატებაზე. ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის სამიტის შედეგებზე და უპრეცედენტო უწოდა ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც აისახა მნიშვნელოვანი გზავნილები და გადწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ რიგით მეოთხე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პანელური დისკუსიის სესიის „ევროპული უსაფრთხოების, ევროკავშირისა და ნატოს მომავალი“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა