logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
დავით ზალკალიანი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
18:29 11.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაჯან ილდიმთან, რომელიც თბილისს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს.



შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ბრიუსელის სამიტის შედეგები და საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი. კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ბრიუსელის ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნების და ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, რაც აისახა ნატო-საქართველოს კომისიის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ხაზი გაესვა ალიანსის და წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას, რომელიც ასახულ იქნა სამიტის დასკვნით დოკუმენტში. გენერალური მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის მხრიდან საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. კიდევ ერთხელ გამოიხატა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა გასულ კვირას ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიიის გამართვის ფაქტს , სადაც განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა, და სადაც ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.



შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დიპლომატიის და სტატეგიული კომუნიკაციების როლს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელების პროცესში, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ფასეულობების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა