logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე მოლდოვას ელჩს შეხვდა
გივი მიქანაძე მოლდოვას ელჩს შეხვდა
15:49 11.09.2018
პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოლდოვას რესპუბლიკის ელჩთან გეორგ ლეუკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.



მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები ყოველდღიურად სულ უფრო ინტენსიური ხდება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.



„შევთანხმდით იმ გარემოებაზე, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი, ბიზნეს სექტორი თუ სხვა, ძალიან გაიზარდა ურთიერთობების ინტენსივობა, რაც დღითიდღე უფრო ცხადი ხდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ ორივე ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად აღებული აქვს ევროინტეგრაციის გზა, ამიტომ ამ გზაზე ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის პოზიციების გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარდგომა არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნები, ასევე მსგავსი პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა მიმართებითაც ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას გივი მიქანაძემ.



საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა და მოლდოვას რესპუბლიკის ელჩმა საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების განვითარებასა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების საქმიანობაზე ისაუბრეს.



„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას და აღინიშნა ისიც, რომ თებერვალში მოლდოვაში დაგეგმილია მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც ხელახლა ჩამოყალიბდება მეგობრობის ჯგუფი და კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის არის ძალიან თბილი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა“,-აღნიშნა გივი მიქანაძემ.



შეხვედრისას საუბარი შეეხო ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილ სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციების შეხვედრას.



„ის ფორმატი, რომელიც სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას ეხება, ამაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ნება გამოხატულია საკანონმდებლო დონეზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან დიდი მოლოდინებია ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილი სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებისა და დელეგაციების შეხვედრასთან მიმართებაში“,-განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თბილისში დაგეგემილ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების შეხვედრაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და მოლდოვის პარლამენტის აპარატს შორის ურთიერთობებზე.



„მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა სექტემბრის ბოლოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების შეხვედრაზე, რომელიც თბილისში 24-25 სექტემბერს გაიმართება.



ელჩს ვესაუბრე იმის თაობაზე, რომ ივნისში მოლდოვაში ვიზიტის დროს, შევხვდი ჩემს კოლეგას, ქალბატონ ალა პოპესკუს, რომელთანაც ძალიან მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დავსახეთ კონკრეტული მიზნები, როგორ განვავითაროთ ეს ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ერთობლივი ძალისხმევით ვიმოქმედოთ აპარატების გაძლიერებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რაც ჩვენს პარლამენტებს და პარლამენტზე დაკისრებულ მნიშვნელოვან ფუნქციებს ეხება. ამ მხრივ, თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოლდოვაც და საქართველოც, ორივე საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენს და პარლამენტის როლი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით გამოკვეთილია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მოლდოვას რესპუბლიკის ელჩს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით მომდევნო წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. გეორგ ლეუკამ მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესებში. მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.



„ელჩს გავაცანი ის ღონისძიებები, რაც 2019 წელს იგეგმება საქართველოს, მოლდოვასა და რეგიონის სხვა წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით. მან მადლობა გადაგვიხადა ამ ინიციატივისთვის. გამოხატა სრული მხარდაჭერა და მზაობა ჩაერთოს მიმდინარე პროცესების განვითარებაში. გეორგ ლეუკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები და თანამშრომლობა მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და რაც მთავარია, პიროვნული ურთიერთობების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია ერებს შორის ურთიერთგაცნობის და სამომავლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის“-განაცხადა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა