logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მკაფიო საგარეო ხედვა აქვს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე და სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მკაფიო საგარეო ხედვა აქვს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე და სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული
14:38 11.09.2018
"საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა, რაც აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა" – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტი ასახულია საკონსტიტუციო დონეზეც.

„ახლა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა გვაქვს, რომელიც აცხადებს, რომ სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ახლა ასახულია მთავარ კანონში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი.

„ეს სურვილი დამტკიცებულია საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევით და საარჩევნო შედეგებით. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა გაძლიერებულია. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მუდმივი ძალისხმევით, ძლიერი მუშაობით დასავლური ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ახალი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექტსში აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ამ კომპლექსურ გარემოში გადარჩენა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობასა და მათ მეგობრულ განწყობას საქართველოს მიმართ. მტკიცედ მივისწრაფვით ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაძლიერებისკენ. კარგი თანამშრომლობა გვაქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რაც ჩვენთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი მეგობრები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კონგრესში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ჩვენი მისამართით მხარდაჭერაა გამოთქმული აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სხვა აქტებშიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა