logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა
12:52 11.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.





მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულება.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ

საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია.



შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. ლინას ლინკევიჩიუსი დაინტერესდა მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობით და ქართულ მხარეს ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარების გამოყენება შესთავაზა.



განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.



დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ის ფაქტი, რომ ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა შეზღუდვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირებისთვის.



დავით ზალკალიანმა ასევე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავს უკავშირდებოდა.



მინისტრებმა, ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე.



სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლინკევიჩიუსი მონაწილეობს 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“.



მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ხოლო დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი სამუშაო შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა