logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა
მამუკა ბახტაძე: რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი სიღარიბის აღმოფხვრაა
12:19 11.09.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცახდებით, რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დაძლევაა.
ეს განცხადება ბახტაძემ თბილისში მიმდინარე ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორის კითხვაზე, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხი, ბახტაძემ უპასუხა, რომ საქართველოში ეს თემა აქტუალურია.
მისივე თქმით, ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი ეკონომიკის განვითარება იქნება.
„საქართველოში რუსეთის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საკითხია და არავის უკვირს, რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს პოზიცია, რომელის ქართველ ხალხს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეხება. თუმცა, მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. ჩემი აზრით, უმთავრესი მაინც არის ეკონომიკა. ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე და ეს იქნება საუკეთესო პასუხი გამოწვევაზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ხშირად ქმნის საუკეთესო ფონს და წინაპირობას ნაციონალიზმისა და ქსენოფობის აღმოცენებისთვის. რუსული პროპაგანდა ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს. საპასუხოდ ჩვენ უნდა გავზარდოთ ეკონიმიკის განვითარების ტემპი. კიდევ ერთი რეფორმა გასატარებელია განათლების სფეროში. ჩვენ დღეს ფოკუსირებული ვართ ადამიანურ რესურსზე, რადგან ეს პირდაპირაა მიბმული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და სიღარიბის აღმოფხვრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის პროპაგანდა ვერასდროს მიაღწევს წარმატებს საქართველოში. თუ შეხედავთ უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, პრორუსული პარტიები ხუთ პროცენტზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა