logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში, ეს არის რუსეთის ტაქტიკა, ეს არის შაბლონი
მამუკა ბახტაძე: კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში, ეს არის რუსეთის ტაქტიკა, ეს არის შაბლონი
12:06 11.09.2018
„ჩვენი დასავლური პარტნიორები უკვე სრულ სურათს ფლობენ რუსეთის მიზნების შესახებ და ეს არის ტენდენცია, რომელიც აშკარაა რუსეთის სამეზობლოში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში კონფლიქტებით. ეს არის შაბლონი, ეს არის რუსეთის ტაქტიკა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

კონფერენციაზე „ფაინენშელ თაიმსის“ მთავარმა რედაქტორმა, მამუკა ბახტაძეს ჰკითხა – შესაძლებელად მიგაჩნიათ თუ არა პუტინის მმართველობის პირობებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეთანხმება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს საკუთარი სტრატეგია, საკუთარი ხედვა და ღირებულებები.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ გარკვეული ხედვა საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. მაშასადამე, ძალიან რთული პროცესი იქნება. არ მაქვს ილუზიები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ გადავხედავთ ისტორიას, რუსეთი ყოველთვის, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ცდილობდა პროგრესის, საერთაშორისო ვექტორის წინააღმდეგ წასვლას. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, გლობალურ სამყაროში, გლობალურ ეკონომიკაში და რუსეთი თავისი პოლიტიკით მიდის მიმართულების წინააღმდეგ, ანუ მსოფლიო მიმართულებების წინააღმდეგ და პროგრესის წინააღმდეგ. მწამს, რომ განჭვრეტად მომავალში, რა თქმა უნდა, ეს მოხდება, ვინაიდან სხვა ალტერნატივა არ აქვს, რუსეთსაც არ აქვს სხვა ალტერნატივა. ყველა უნდა ჩაერთოს და ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი დასავლური პარტნიორები უკვე სრულ სურათს ფლობენ რუსეთის მიზნების შესახებ. რუსეთის კონფლქიტები სამეზობლოში – საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში, ეს არის შაბლონი, ეს არის ტენდენცია, ეს არის რუსეთის ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ დასავლეთის საზოგადოება უფრო გაერთიანდება და ჩვენ უფრო დიდი დახმარებას მივიღებთ, რათა ერთად გადავლახოთ ეს გამოწვევა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ცივილიზაციის გზაზე საქართველო საკმაოდ მტკიცე ერია და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის ურთიერთობა.

„კონსოლიდაცია დასავლურ საზოგადოებასთან, ჩვენი საზოგადოების სიმტკიცე საკმარისი იქნება, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ ერთად და მივიდეთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებს შორის ურთიერთობა. როდესაც არის ურთიერთობა, შეიძლება რაღაც კონსტრუქცია ააგო, პოლიტიკური გადაწყვეტილება იპოვო. მთავარია, ადამიანებს შორის ურთიერთობა და ჩვენ გვაქვს ამის კარგი საფუძველი. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილების ძებნის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, დრო და მზაობა სჭირდება, ამას სჭირდება ეფექტური სტრატეგია ჩვენი დასავლური მეგობრებიდან და მთელი საზოგადოების ჩართულობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, მაგრამ არ გვაქვს ილუზიები. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს მოხდება ერთ დღე-ღამეში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა