logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე:  ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას
მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას
11:53 11.09.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა.

ამის შესახებ ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას განაცხადა.

კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრთან დისკუსიის მოდერატორია Financial Time-ისმთავარი რედაქტორი ედვარდ ლუისი, რომელმაც პრემიერის კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დაუსვა – „10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთი მეხუთედი რუსეთის მიერ ოკუპირებულია – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორ ფიქრობთ, რა პირობებში შეიძლება ამ ტერიტორიების დაბრუნება“.

პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა და ოკუპაციამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენ საქართველოში, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებული არის რუსეთის მიერ და, რასაც ვხედავთ ა, ტერიტორიებზე არის ძალიან დიდი ტკივილი, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა რაც იქ ხდება. მინდა შეგახსენოთ, რომ მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000 ადამიანი, ახლა კი, არის 20 000 და აქედან 7 000 არის რუსეთის ჯარები. აფხაზეთში კი, ომამდე მოსახლეობა იყო 550 000 და ახლა 120 000-ს არ აღემატება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირების ფარგლებში, ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შეიმუშავა.

„ვცდილობთ, გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივის იდეა არის ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მივცეთ მათ შანსი, კომერციული საქმიანობა აწარმოონ, რათა შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი იქნება საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება.

„ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ ყველაფრისა, იქნება ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში და ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ ამ გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ილუზიები არ გაქვს, ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე და იქნება კიდეც გამოწვევებით სავსე, თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე და აბსოლუტურად დარწმუნებული, ვარ რომ ეს არის ერთადერთი წინაპირობა ჩვენთვის, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, გადაწყვეტა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საქართველოში ძლიერი დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება შანსი, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. ეს არის ორი ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავიაროთ ამ გზაზე და მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, გადაჭრას“, – აღნიშნა დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრმა.

მან ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი.

„უფრო მეტიც, გარკვეული მიღწევებიც გაქვს ამ გზაზე. ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს იქ ეთნიკური კონფლიქტი, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ იდეას ავრცელებს, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობები უკეთესობისკენ მიდის, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი იქ, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან. თუ საქართველო წარმატებული იქნება დემოკრატიის მშენებლობაში, თუ საქართველო შექმნის კონკურენტუნარიან ეკონომიკას, ჩვენ შევძლებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან და ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონფლიქტები საქართველოში დგას დღის წესრიგში და ასევე, საუკეთესო ინტერესებში შედის როგორც აშშ-ის, ასევე ევროპისა, დაარწმუნონ რუსეთი, რომ ეს ნაწილი მსოფიოს იმსახურებს მშვიდობას და აქ საჭიროა კეთილდღეობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა