logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
მამუკა ბახტაძე: ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი
11:49 11.09.2018
„ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველო ნატო-სკენ მიმავალ გზაზე დგას და ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ქვეყანა ამ გზაზე საკმაოდ წარმატებულია.

„ყველა აცნობიერებს, რომ ეს გზა გამოწვევებით სავსეა, თუმცა ნატო ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას და აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ამიტომ ჩვენი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია გეოპოლიტკურსიტუაციაზე, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვაკეთებთ ყველასთვის. ნატო-ს ღირებულებისადმიერთგულება უკიდურესად მნიშვნელოვანია. საქართველო არის იმ ერებს შორის, რომელიც მშპ-ს ორ პროცენტზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. ეს არის საკმაოდ დიდი წილი პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სულ უფრო მეტი ნატო-ს წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ 11 სექტემბერს საქართველოს ტარდება მნიშვნელოვანი კონფერენცია.

„დღეს 11 სექტემბერია. 17 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ გააერთიანა თავისუფლების მოყვარული ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს შევიკრიბეთ თბილისში, საქართველოში ამ კონფერენციაზე, რომელიც დიდი ადამიანის, დიდი ამერიკელის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში თავისუფლების მხარდამჭერის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელს ატარეს. სენატორი ჯონ მაკკეინი ყველაზე მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა