logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
10:37 11.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უკრაინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს. მან დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. ხათუნა თოთლაძემ ასევე კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში უკრაინელ ტურისტთა მზარდი დინამიკა.

„საქართველო და უკრაინა ძალიან ახლო მეგობრები, მოკავშირეები და თანამოაზრე პარტნიორები არიან. ეს ურთიერთობა საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ეფუძნება. დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დამყარებულია ერთიან ღირებულებებსა და ინტერესებზე, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენს სამომავლო ხედვაზე.“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ წელს აღინიშნება განსაკუთრებული თარიღი, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლის იუბილე.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია საფერთხეს უქმნის სტრატეგიულ ბალანსს და მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს ევროპაში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძონ აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც მთელი ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესში შედის.“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იჰორ დოლჰოვი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პტივი მიაგეს უკრაინის თავისუფლებისთვის დარუპულთა ხსოვნს.

საღამო საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა. მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა