logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილა
16:54 10.09.2018
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს. მისივე განცხადებით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ევროპარლამენტისა და საბჭოს 1996 წლის 25 ივლისის №96/53/EC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში მოძრავი გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და საერთაშორისო გადაზიდვების დროს ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ და 1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს №92/6/EEC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.



საკანონმდებლო პაკეტით, იკრძალება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან/და სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანმდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას.

„სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი, თუ ის არ აღემატება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრებს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი ეხება ასევე, საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მონაწილე ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დაყენების ვალდებულებას. დგინდება სანქციები „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე და ტექნიკური რეგლამენტის წესების დარღვევით საქმიანობაზე.



„მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზებზე მოძრაობა იყოს უსაფრთხო, გამართული და დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საავტომობილო გზებზე მოძრაობისას უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.



ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განმარტებით, ასევე ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.



„ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ N2010/31/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. დირექტივის მთავარ მიზანს წარმოადგენს შენობების ენერგიის დანახარჯის შემცირება და განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის გამოყენების წილის გაზრდა კლიმატური პირობების და ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით. - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე განმარტებით, კანონის მოქმედება ვრცელდება როგორც ახალ, ასევე არსებულ შენობებზე, გარდა:



· შენობებისა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს მათი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;

· საკულტო - რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებისა;

· დროებითი შენობებისა, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტებისა, საამქროებისა და დაბალი ენერგო მოთხოვნის მქონე არასაცხოვრებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებისა;

· საცხოვრებელი შენობებისა, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია წელიწადში ოთხ (4) თვეზე ნაკლები პერიოდით გამოსაყენებლად ,

· ცალკე მდგომი შენობებისა, რომელთა სასარგებლო ფართი 50 მ2-ზე ნაკლებია.

კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს 2019 წლის 30 ივნისიდან.



მომხსენებლის ინფორმაციით, ახალმა შენობებმა ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ.



შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია;



კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები.



კანონპროექტით, სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება.



სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და მომხსენებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა არსებული შენობების ენერგოეფექტიანობაზე, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების პროცედურებზე, ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემისას შენობის ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებაზე და ა.შ .

კომიტეტმა განხილულ საკითხებს მხარი ერთხმად დაუჭირა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა