logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ სეულში შეხვედრები გამართა
კორეის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ სეულში შეხვედრები გამართა
15:46 10.09.2018
საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფისდელეგაცია შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტად სეულში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციამ, ზვიად ძიძიგურისა და ენძელა მაჭავარიანის მონაწილეობით, კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა, ლი ჯუ-იონგმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარის მიმართ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ახლადარჩეული ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების მიერ პირველი ოფიციალური დელეგაციის რანგში სწორედ საქართველოს წარმომადგენლობის მიღება. „საგულისხმოა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის გაცვლითი ვიზიტები, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაამყარონ კონტაქტები, ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. შეხვედრაზე საქართველო-კორეას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აღინიშნა. ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის პოტენციალის განვითარების აუცილებლობას და მომავალში ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზაობა გამოითქვა. მხარეებმა უმაღლესი თანამდებობის პირების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კორეელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში მიმდინარე ვითარების შესახებ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, რუსული ოკუპაციის შედეგებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. კორეულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იუ სინგ-ჰისა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იუნ კვან-სუკს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა მზაობა მეტი დინამიკა შესძინონ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი თანამდებობის პირების გაცვლით ვიზიტებს. საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა კორეელ კოლეგებს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები. ასევე ისაუბრა ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობაზე და ბიზნეს-წარმოებისათვის შექმნილი ხელსაყრელი გარემოების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მათი გაღრმავების კონკრეტული შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეროვნული ასამბლეის სატელევიზიო არხს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვიზიტის პირველი დღის დასასრულს კორეის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კანგ სოკ-ჰოსთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე საერთაშორისო საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე განვითარებას, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაზე მუშაობის დაწყებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში სრულფასოვანი დიპლომატიური მისიის ამოქმედების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კორეის საელჩოს ადგილზე საქმიანობა მეტ მხარდაჭერას შესძენს ქვეყნებს შორის სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული ურთიერთობების განმტკიცებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ კორეის რესპუბლიკის მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობის დამყარების კუთხით. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოსთვის და იძლევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეალურ შესაძლებლობას. კომიტეტის თავმჯდომარემ, კანგ სოკ-ჰომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, რჩება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგული. საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს კორეის რესპუბლიკის, როგორც აღმოსავლეთ აზიაში მნიშვნელოვანი პარტნიორის, მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას. შეხვედრებს დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 12 სექტემბერს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა