logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
მამუკა ბახტაძე სომეხ კოლეგას შეხვდა
15:16 10.09.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ გამართული შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაიდგმება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ტრანსფორმაციას და ეკონომიკის სწრაფ განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს, განიხილეს ასევე ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მეგობრებს წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაუზიაროს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი დავით ფერაძე დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა