მმართველ გუნდში დღეს, სავარაუდოდ, უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მხარადაჭერის საკითხზეც იმსჯელებენ.
ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება, თუ რა ფორმით დაუჭერს "ქართული ოცნება" მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, არ გაკეთებულა.
„დღეს ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის. გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, მნიშვნელოვანია. თუ როგორ და რა ფრომით იქნება მხარადჭერა, ამას მოგახსენებთ უახლოეს დღეებში“- განაცხადა კახა კალაძემ.

















