logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 18 ნოემბრამდე კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციისთვის საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა, მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი
ირაკლი კობახიძე: 18 ნოემბრამდე კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციისთვის საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა, მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი
12:59 10.09.2018
საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს.



დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება და შესაბამისად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ოქტომბრისა.



„28 ოქტომბერს არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში 18 ნოემბერს ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის ჩვენი ვადა და ამ ვადის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ შემდგომი სამუშაო პროცესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებით მსჯელობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ცვლილებების მომზადების მიზანი განმარტა და განაცხადა, რომ ჩანაწერის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველა შესაბამისი ზონა ორგანული კანონის რეგულირების ქვეშ უნდა მოექცეს.



ირაკლი კობახიძემ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა დაკავშირებითაც, კომისიას განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რათა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები არ დაირღვეს.



„სამ საკითხთან დაკავშირებით გვმართებს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები. ერთი - ეს არის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები, რაზეც გვექნება მთავრობასთან შემდგომი კონსულტაციები. მეორე, ეს არის შრომის კანონმდებლობისთვის ორგანული კანონის სტატუსის მინიჭების საკითხი. მესამე არის პროკურატურის საკითხი, რაზეც კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, თავად პროკურატურასთან, ყველა შესაბამის სუბიექტთან და ამის შემდეგ უნდა მოხდეს, კანონპროექტის ინიცირება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა