logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა
ირაკლი კობახიძე: პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა
11:50 09.09.2018
„დღესაც ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს იმ აქციებს, რომელიც უნდა დაიწყოს ორშაბათიდან და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ჭეშმარიტების დადგენის სურვილი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციებს და მის პოლიტიკურ ფონს, ესეც არის ყველასთვის ნათელი. ამაზეა საუბარი და მეტი არაფერზე. წარმატებული ვერ იქნება ნაცმოძრაობის ვერცერთი აქცია, ეს შეიძლება დაბეჯითებით ითქვას. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ მის გაფითრებულ სახეს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.



მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მუდმივად ისმეოდა სამი კითხვა, რომლებზეც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პასუხი გასცა



„როდესაც საუბარი იყო საეჭვო გარემოებებზე, იქ ძირითადად საუბარი იყო 3 თემაზე. ერთი იყო, რატომ დაირღვა ფარდული, ამაზე კომისიამ შეისწავლა გარემოებები და დაადგინა, რომ ფარდულის დანგრევას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ საქმის გამოძიებასთან. ეს ერთი. გახსოვთ თქვენ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ფარდულის საქმეს. მეორე, რატომ იყო გაღუნული დანა. ამაზეც კომისიას ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია და დადგინდა, რომ მიკროდეფორმაცია განიცადა დანამ, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა ექსპერიმენტის დროს ანუ ესეც იყო თითიდან გამოწოვილი თემა. და მესამე, რატომ არ იყო დაკავებული მირზა სუბელიანი. მირზა სუბელიანი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში, და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია საბოლოო ჯამში საქმის გახსნაზე. ანუ იყო სამი თითიდან გამოწოვილი თემა და ესეც დადგინდა რეალურად კომისიის მუშაობის საფუძველზე. ჩვენი ამოცანა არის ჭეშმარიტების დადგენა, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს პროცესი არ დასრულებულა. სამწუხაროდ, იცით თქვენ, რომ როცა საქმე ეხება არასრულწლოვნებს, იქ არის ვადებში ძალიან შეზღუდული გამოძიება ერთთვიანი ვადა ჰქონდა მიცემული საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ამანაც, რა თქმა უნდა, დაბრკოლებები შეუქმნა ჭეშმარიტების დადგენას, თუმცა გრძელდება გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში სრულად დადგინდება ჭეშმარიტება ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება აქციებს, ერთი რაუნდი ამ აქციების ჩვენ უკვე ვიხილეთ. თქვენ გახსოვთ მაშინ როგორ წარიმართა მოვლენები, რეალური ემოციური ფონი, რეალური მუხტი საზოგადოებაში, თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკურ აქციებში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება და იმედი გამოთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ნათელი მოეფინება.



„ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა. უბრალოდ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება სრულად ნათელის მოფენა იმ საქმისთვის, რომელზეც გვაქვს საუბარი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა