logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მომავალმა პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია, რაც ვერ ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა
ირაკლი კობახიძე: მომავალმა პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია, რაც ვერ ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა
11:48 09.09.2018
„უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს დაცლილი იმისგან, რაც გვახსოვს გასული წლებიდან - ეს არის სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს წარსულს ჩავაბარებთ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.



ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების მიზეზი და განაცხადა, რომ იმ სისტემაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა ჩამოყალიბებული, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მიკერძოებული კონკრეტული პარტიის მიმართ.



“იმ სისტემაში, რომელზეც გვაქვს ჩვენ საუბარი და რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარტიის წარმომადგენელი, არ უნდა იყოს მიკერძოებული კონკრეტული პარტიის მიმართ. ჩვენ რომ დაგვეყენებინა ჩვენი კანდიდატი, ის იქნებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მას ექნებოდა, ბუნებრივია, მიკერძოებული დამოკიდებულება და ეს არ იქნებოდა, უბრალოდ, სწორი სისტემისთვის, სისტემის განვითარებისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სპექტრი იქნება ჩამოყალიბებული ამ კანდიდატების. მე, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჯერჯერობით კანდიდატების სიის გადახედვა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამის საშუალება კვირას, 9 სექტემბერს იქნება, როდესაც 17:00 საათზე პოლიტსაბჭო შეიკრიბება.



პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს პირობების გარეშე დაუჭერს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი მოთხოვნა, რაც პარტიას კანდიდატის მიმართ ექნება, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა.



„ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი. ერთადერთი პირობა, დაყენებული იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. ეს არის თითოეული ამომრჩევლის და თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა. ამის მეტი მოთხოვნა ჩვენს პარტიას არ ექნება კანდიდატის მიმართ.



არანაირი პოლიტიკური პირობა არ იქნება დაყენებული კანდიდატის მიმართ. პირიქით, პრეზიდენტი არის ის თანამდებობის პირი, მას აქვს მოხსენების უფლება, მას აქვს საკუთარი აზრის ძალიან ფართოდ გამოთქმის საშუალება და შესაბამისად, პრეზიდენტი უნდა იყოს ის თანამდებობის პირი, რომელიც მიანიშნებს ყველა სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ კანდიდატი იყოს ობიექტური, ის არ იყოს მიკერძოებული და ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებულ კითხვას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია პირველივე ტურში გამარჯვებაში.



„ჩვენი რესურსი და მეორე, ოპოზიციის რესურსი. ანუ, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, ჩემი პირადად დასკვნის. ჩვენ ვიცით რა რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, რა რესურსი ექნება მის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ კანდიდატს.



ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები წინა არჩევნებიდან და მე არ ველოდები რაიმე არსებით გადახრას იმ არჩევნებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს, ასევე, მზარდი სტატისტიკა, როგორც მოგეხსენებათ ავიღეთ 46%-ი ჯერ თვითმმართველობის არჩევნებში, 49 საპარლამენტო არჩევნებში და 56 ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში. გვაქვს მყარი პოზიციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველ ტურში გავიმარჯვებთ. მითუმეტეს, რომ ოპოზიცია არის წარმოდგენილი ახლა ძირითადად ორი კანდიდატით. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ბაქრაძე. მთელი ოპოზიცია რომ ავიღოთ, რაც ვნახეთ, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ კონკურენციის გაწევას თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უზრუნველყონ მეორე ტურის ჩატარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი პრეზიდენტი მიუკერძოებელი უნდა იყოს და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ტრადიცია ჩამოაყალიბოს.

„მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს მიუკერძოებელი და მან ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ტრადიცია, რომელიც ვერ ჩამოაყალიბა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა. უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და უნდა იყოს დაცლილი პრეზიდენტის ინსტიტუტი იმისგან, რაც ჩვენ გვახსოვს გასული წლებიდან. ეს არის სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩვენ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა