logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
ირაკლი კობახიძე: არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
18:15 07.09.2018
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება კვირას, 17:00 საათზე - ეს არის უკვე დაანონსებული და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.



„მანამდე, როგორც მოგეხსენებათ, რვაში, შაბათ დღეს 18:00 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, მხარდაჭერა ფართო იქნება და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. „მხარდაჭერა იქნება ფართო, ეს შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, რომელსაც, ასე ვთქვათ, გამოვხატავთ დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, შესაძლოა, პოლიტსაბჭოს კონკრეტულ წევრებს საკუთარი მოსაზრებები ჰქონდეთ, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერ საბოლოო სიას ელოდება.



„შეიძლება პოლიტსაბჭოს კონკრეტულ წევრებს ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა ჩვენ არ უნდა გავასწროთ მოვლენებს. ჯერ დაველოდოთ საბოლოო სიას. ძალიან ბევრი კანდიდატი იცით, რომ ბოლოო მომენტში წარადგენს ხოლმე საკუთარ კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ შაბათ დღეს, 18:00 საათს და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენს კანდიდატებთან დაკავშირებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურს არ ელოდება.



„გამომდინარე იქიდან, თუ რა რეალობაა ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, მე არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, მოსალოდნელი მეორე ტური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა